ოფიციალურად - სერხიო რამოსი „რეალს“ გამოაკლდა!
ოფიციალურად დადასტურდა, რომ სერხიო რამოსი „რეალს“ გამოაკლდა. „რეალის“ სამედიცინო შტაბმა ზიდანს მიმართა და მყარად დააფიქსირა, რომ კაპიტანის მოედანზე გასვლა არ შეიძლება.
„სელტას“ წინააღმდეგ რამოსი განაცხადშიც ვერ მოხვდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა სერხიო 2021 წლის მეორე მატჩს, რომელიც 9 იანვარს, „ოსასუნას“ წინააღმდეგ არის ჩანიშნული.
კაპიტანს კუჭის პრობლემები აქვს და სარეაბილიტაციო კურსს საჭიროებს.
წინასწარი ინფორმაციით, ესპანელი მწვანე მინდორს მალე დაუბრუნდება და მის პამპლუნაში გამგზავრებას საფრთხე არ დაემუქრება.
- 1 იანვარი 2021
- 7 270
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.