„რეალმა“ სალაჰის ტრანსფერზე „ადიდასს“ მიმართა
„ადიდასი“ მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი მსხვილი სპონსორი და პარტნიორია. ბრიტანული გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა აღნიშნულ კომპანიას მუჰამედ სალაჰის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა.
კონკრეტულად რაშია საქმე? სამეფო კლუბს „ლივერპულისთვის“ 140 მილიონი ევროს გადახდას აქვს განზრახული, ვინაიდან აცნობიერებს, რომ სხვა შემთხვევაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევის დამატებას ვერ მოახერხებს.
ამხელა თანხა ეკონომიკური კრიზისის პირობებში მერსისაიდელთათვის ნამდვილად მიმზიდველი იქნება, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ პერესს აღნიშნული თანხის ერთიანად გადახდა არ შეუძლია, ხოლო ამდენი მილიონის ნაწილ-ნაწილ მიღება ინგლისური მხარისთვის არ არის ოპტიმალური ვარიანტი.
სწორედ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, „რეალს“ სურს, რომ ტრანსფერში „ადიდასი“ ჩართოს.
„რეალი“ სალაჰის სანაცვლოდ „ლივერპულს“ 80 მილიონ ევროს გადაუხდის, დანარჩენი 60 მილიონის გადახდა კი „ადიდასის“ მესვეურებს მოუწევთ. აღნიშნულ თანხას კი სამეფო კლუბი პარტნიორს სახელშეკრულებო ვალდებულებების „გაქვითვის“ კუთხით, 2 წლის განმავლობაში დაუბრუნებს. მარტივად, რომ ვთქვათ, რომ „რეალი“ უარს იტყვის, „ადიდასის“ მხრიდან სასპონსორო თანხების მიღებაზე იქამდე, სანამ აღნიშნული კომპანიის ვალდებულება 60 მილიონის ოდენობით არ ამოიწურება.
დეტალებში უცნობია, რამდენს უხდის „ადიდასი“ ყოველწლიურად სამეფო კლუბს, თუმცა რამდენიმე გამოცემის ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა მხარეები რამდენიმეწლიან ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, სადაც გათვალისწინებული იქნება „მერენგების“ მხრიდან აღნიშნული ვალის ეტაპობრივი დაფარვა გრძელვადიან პერსპექტივაში.
- 1 იანვარი 2021
- 2 953
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.