ზიდანი:„2021 წელს „რეალს“ დიდი გეგმები აქვს დასახული“
ზინედინ ზიდანმა „სელტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„„სელტასთან“ ძალიან სერიოზულ მატჩს ველით. გამარჯვების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს, ჩემმა გუნდმა საუკეთესო ფეხბურთი უნდა ითამაშოს და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლოს.“
„ძალიან გვსურს, რომ სერხიო რამოსთან, ლუკა მოდრიჩთან და ლუკას ვასკესთან კონტრაქტები გავახანგრძლივოთ. დარწმუნებული ვარ 2021 წელს ამ მოთამაშეებთან ახალი ხელშეკრულებები დაიდება და ყველაფერი ჩვენს საკეთილდღეოდ მოხდება.“
„„ატლეტიკოს“ ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. ამას კი ისიც ემატება, რომ სიმეონეს გუნდი დამატებით 2 მატჩს ითამაშებს. ჩვენ ვიცით, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, დანარჩენს კი მომდევნო თვეები გვიჩვენებს.“
„სხვა გუნდების მოთამაშეებზე ახლა ფიქრს ვერ დავიწყებ. „რეალში“ ირიცხება 25 მოთამაშე, რომელსაც შეუძლია გუნდის დახმარება.“
„ლუკა იოვიჩს ამ სეზონში ბევრი არ უთამაშია, მაგრამ მისი ტალანტის შესახებ ყველას მოგვეხსენება. ვფიქრობ, სერბს შეუძლია სიტუაციის შეცვლა.“
„ასპასი „სელტას“ ყველაზე სახიფათო მოთამაშეა, ის „პიჩიჩისთვის“ იბრძვის და ვერასდროს გაიგებ, რას მოიმოქმედებს კონკრეტულ მომენტში.“
„ვიმედოვნებ, 2021 ედენ აზარის წელი იქნება. ბელგიელი სწორედ ამისთვის მოვიდა მადრიდში. ის დიდი პროფესიონალია და „რეალთან“ ერთად დიდი წარმატების მიღწევას გეგმავს.“
„გამიმართლა, რომ „ბლანკოსის“ მწვრთნელი ვარ. ახალ წელს დიდი იმედებით ვუყურებ და ვეცდები, კლუბთან ერთად ტიტულები მოვიგო. ასევე ვისურვებდი ნაკლებ ტრავმას და რესურსების მაქსიმალურად ათვისებას.“
„მარსელოსთან დაკავშირებით ბევრი ჭორი ვრცელდება. წავა თუ არა ბრაზილიელი გუნდიდან, თავად იხილავთ, ახლა ამაზე საუბრის დრო ნამდვილად არ არის.“
- 1 იანვარი 2021
- 2 768
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.