იგუაინი: "მოუთმენლად ველოდებოდი კონტრაქტის გახანგრძლივებას"
არგენტინულ ბანაკში მყოფ გონსალო იგუაინს, "ას"-ის ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა.
- მარადონამ სამუნდიალო განაცხადში შეგიყვანათ, ხოლო "რეალმა" კი 2016 წლამდე გაგიხანგრძლივათ თეთრი მაისურის მორგება.ალბათ, ძალიან გახარებული ხართ...
- რა თქმა უნდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს.მოუთმენლად ველოდებოდი ხელშეკრულების გაგრძელებას.რაც შეეხება ნაკრებს, ჩემი ოცნება ახდა.რამდენიმე წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატს მხოლოდ ტელევიზორით ვუყურებდი და ვფიქრობდი, ერთ მშვენიერ დღეს თუ მექნებოდა იქ მოხვედრის საშუალება.
- თქვენმა კლუბმა მწვრთნელი გამოიცვალა.როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას?
- ვწუხვარ, რომ პელეგრინი გაუშვეს, ძალიან მომწონდა მასთან მუშაობა.
- "რეალის" სადავეები მოურინიომ ჩაიბარა.რას გვეტყვით მასზე?
- ჟოზე ბრწყინვალე დამრიგებელია.პირადად მე, დიდი ენთუზიაზმით შევხვდი მის დანიშვნას.
- მუნდიალამდე ცოტა დარჩა, ნერვიულობთ?
- როდესაც აფრიკაში გასამართ ტურნირზე ვფიქრობ, ტანში ჟრუანტელი მივლის.მოუთმენლად ველოდები ჩემს დებიუტს.მინდა აღვნიშნო, რომ შავ კონტინეტზე, ოჯახის წევრებიც ჩამოვლენ მალე, რაც ჩემთვის დამატებითი სტიმულია.არგენტინის ნაკრებში კარგი ატსმოფერო სუფევს.ფეხბურთელები კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს.თანაგუნდელები ხშირად დამცინიან "გაუთავებელი" ძილის გამო.
- 4 ივნისი 2010
- 1 544
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.