Mirror - „რეალი“ სალაჰისთვის კოლოსალურ თანხას ამზადებს!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ 2021 წლის ზაფხულში მუჰამედ სალაჰის შეძენას შეეცდება.
ფლორენტინო პერესი ეგვიპტელი წინახაზელის სანაცვლოდ კოლოსალური თანხის გაღებას აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო კლუბი „ლივერპულს“ 145 მილიონიანი წინადადებით მიმართვს, თუმცა შეთანხმებაში უნდა ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მერსისაიდელები აღნიშნულ თანხას სრულყოფილად 2022 წლის ბოლომდე მიიღებენ.
„რეალი“ აპირებს, რომ პირველ ეტაპზე 90 მილიონი გადაიხადოს, ხოლო დანარჩენი 55 მილიონი წლინახევრის მანძილზე დაფაროს.
ჯერ-ჯერობით უცნობია „ლივერპულის“ პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა თავად სალაჰმა 2 კვირის წინანდელ ინტერვიუში „ბლანკოსში“ ასპარეზობის ვარიანტი არ გამორიცხა.
- 30 დეკემბერი 2020
- 3 939
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.