„რეალი“ ლუკა იოვიჩს ყიდის - ფასი ცნობილია!
მადრიდის „რეალმა“ ლუკა იოვიჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სჩანს, მადრიდისტებში სერბმა ფორვარდმა ნდობა დაკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ზაფხულში ლუკა ფლორენტინო პერესმა 60 მილიონად გაყიდა, ახლა „რეალი“ მზად არის, ფორვარდს 40 მილიონად შეელიოს და 20 მილიონიანი ზარალი ნახოს.
გამომდინარე იქედან, რომ სერბის მარგი ქმედების კოეფიციენტი ფაქტობრივად ნულოვანია, სამეფო კლუბში მის შემცვლელზე დაიწყეს ზრუნვა.
„რეალი“ განიხილავს გაცვლის საკითხსაც, თუმცა თუ რომელიმე კლუბი 40 მილიონს გადაიხდის, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა მოქმედ, მრავალწლიან ხელშეკრულებას არ გაითვალისწინებს და მოთამაშეს გუნდიდან წასვლის საშუალებას მისცემს.
- 28 დეკემბერი 2020
- 1 647
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.