ალაბა დათანხმდა - „რეალს“ 10 მილიონის გადახდა მოუწევს!
ესპანური გამოცემების ცნობით, დავიდ ალაბასა და მადრიდის „რეალს“ შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი წარმატებით დასრულდა.
ავსტრიელი ფეხბურთელი მზად არის, წელიწადში 10 მილიონ ევროზე თქვას თანხმობა. დიახ, ეს ძალიან მაღალი ხელფასია, თანაც ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დავიდი თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს და „ბლანკოსს“ უფასოდ შეუერთდება, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.
Defensacentral და კიდევ რამდენიმე ესპანური გამოცემა დარწმუნებით იუწყება, რომ ტრანსფერი ძალიან ახლოს არის და ფეხბუღთელი სამეფო კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
- 27 დეკემბერი 2020
- 3 567
- 17
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.