ლუკა იოვიჩს + 50 მილიონი ერლინგ ჰოლანდის სანაცვლოდ!
მადრიდის „რეალმა“ „დორტმუნდისთვის“ ახალი წინადადების პაკეტი შექმნა, რომელიც ლუკა იოვიჩისა და ერლინგ ჰოლანდის ბარტერს ითვალისწინებს.
ფლორენტინო პერესი მზად არის, სერბი ფორვარდი, რომელშიც 60 მილიონი ევრო გადაიხადა „დორტმუნდს“ დაუთმოს. გარდა ამისა „რეალი“ მზად არის, დამატებით 50 მილიონი ევრო გამოყოს და ჰოლანდის სანაცვლოდ გადაიხადოს, თუმცა არსებობს გარკვეული პუნქტები, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს.
„რეალს“ სურს, რომ 2021 წელს იოვიჩი გერმანიაში გაუშვას და მასთან ერთად „დორტმუნდს“ 25 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო მეორე 25 მილიონი ევროს დაფარვის საშუელაბე 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე მიეცეს.
სამეფო კლუბი მაქსიმალურად ცდილობს, მინიმალური დანახარჯებით აწარმოოს სატრანსფერო პოლიტიკა, ვინაიდან კლუბის რადარზე ძალიან ბევრი ტოპ ფეხბურთელია.
მადრიდში მიაჩნიათ, რომ იოვიჩი „ბორუსიასთვის“ კარგი ვარიანტია, ვინაიდან მას ბუნდესლიგაში გამოცდილება აქვს მიღებული.
- 27 დეკემბერი 2020
- 3 115
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.