Marca - მოდრიჩის შემდეგ რამოსის და ვასკესის ჯერი დგება!
„მარკა“ იუწყება, რომ ლუკა მოდრიჩმა „რეალთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა და მალე ხელმოწერის ცერემონიალი შედგება, ახლა კი ფლორენტინო პერესმა სხვა გეგმების შესრულეაბა დაიწყო.
ესპანური გამოცემის ცნობით, შემდეგი გაჩერება რამოსისა და ლუკას ვასკესის კონტრაქტებია.
სერხიოსთან დაკავშირებით საქმე დიდი ალბათობით ბოლო წლების უპრეცენდენტო შემთხვევასთან გვექნება და კაპიტანი 2 წლით გაახანგრძლივებს. ანალოგიური წლების რაოდენობას შესთავაზებენ ლუკას ვასკესსაც, რომელიც სერხიოზე გაცილებით ახალგაზრდაა.
„მარკას“ ცნობით, იანვრის ბოლომდე „მერენგები“ კონტრაქტების გახანგრძლივების გეგმას 100%-ით შეასრულებენ.
- 27 დეკემბერი 2020
- 738
- 2