Marca - „რეალის“ ვარსკვლავებმა ზიდანს მოთხოვნა წაუყენეს!

„მარკას“ ცნობით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ზინედინ ზიდანს მოთხოვნა წაუყენეს. ეს ამბავი კონკრეტულად „შახტართან“ დაპირისპირებას უკავშირდება, როდესაც გუნდმა წააგო და უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა.

სერხიო რამოსი, ტონი კროოსი, ბენზემა, მოდრიჩი და კაზემირო უკრაინულ კლუბთან მარცხის შემდეგ ზიდანს შეხვდნენ და მოთხოვნა წაუყენეს, რომელიც როტაციის დროებით შეჩერებას გულისხმობდა.

კონკრეტულად მოდრიჩმა ყველა მატჩში სასტარტოში დაყენებაზე გამოაცხადა პრეტენზია და ზიზუს პირობა მისცა, რომ ბოლომდე დაიხარჯებოდა.

შედეგი სახეზეა. ამ შეხვედრის შემდეგ „ბლანკოსმა“ 6 დაპირისპირება გამართა და ყველა მოიგო.

ამ ნაბიჯით ფეხბურთელებმა მთავარ მწვრთნელს აუხსნეს, რომ ძირითადი ბირთვი ჯერ არ შეცვლილა და მუდმივი როტაცია კარგი შედეგის მომტანი არ იქნება.

ვნახოთ, როგორ გაითვალისწინებს ზინედინი ვარსკვლავების რეკომენდაციას იანვარში, სადაც გუნდს ბევრი საპასუხისმგებლო მატჩი აქვს ჩასატარებელი.

  • Bernabeu
  • 26 დეკემბერი 2020
  • 9 115
  • 1

1

26 დეკემბერი 2020 23:10

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ისევ ამათ მოაგვარეს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (8)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)