მადრიდელები რეგილონს უკვე დაუკავშირდნენ
როგორც სჩანს, სამეფო კლუბმა სერხიო რეგილონის გამოსყიდვის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო.
ესპანური და ბრიტანუ გამოცემების ცნობით, „რეალმა“ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და რეგილონს დაუკავშირდა.
ფლორენტინო პერესი სერხიოს მარსელოს შემცვლელად განიხილავს, თუმცა შეთანხმებამდე ჯერ შორია.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის 31 აგვისტომდე სამეფო კლუბს აქვს უფლება ესპანელი განაპირა მცველი 45 მილიონ ევროდ გამოისყიდოს, მაგრამ აქ მთავარი პრობლემა თავად ფეხბურთელის პოზიცია იქნება.
რეგილონს გარანტიები სჭირდება, მას არ სურს, რომ მენდის შემცვლელის როლი მოირგოს, ესპანელი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაზე აცხადებს პრეზენტაციას, რისი პრობლემაც „ტოტენჰემში“ ნამდვილად არ აქვს.
- 25 დეკემბერი 2020
- 1 210
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.