მანჩესტერი ბენზემაში 23 მილიონს იხდის
ინგლისურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი, სერიოზულად არის დაინტერესებული სამეფო კლუბის ახალგაზრდა ფრანგი ფორვარდის, ბენზემას შეძენით. მანჩესტერელები მზად არიან მოლაპარაკებების წამოსაწყებად და კარიმის ხელში ჩასაგდებად...
დღეს გავრცელებული ინფორმაციით "წითლების" ხელმძღვანელობა მზადაა ფრანგის სანაცლოდ 23 მილიონი ევრო გაიღოს.
შარშან, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბენზემას სანაცვლოდ "რეალმა" 35 მილიონი გადაიხადა, ინგლისელთა შემოთავაზებული თანხა კი 12 მილიონით ნაკლებია, ამიტომ "ბლანკოსი" ზარალდება.
როდესაც ჟოზე მოურინიოს ფრანგის შესახებ კითხეს, მან არ ისურვა ამ თემაზე ლაპარაკი და თქვა, რომ ყველაფერს სეზონის წინა მოსამზადებელ ეტაპზე გადაწყვეტს.
თავად ფეხბურთელს არ სურს თეთრი მაისურის გახდა და მანჩესტერში გადაბარგება, რადგან ფიქრობს, რომ ესპანეთში უკვე შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და წინა სეზონი სრულიად ადაპტირებას დაეთმო.
- 3 ივნისი 2010
- 1 896
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.