ტიბო კურტუას „ზამორას“ ჯილდო ოფიციალურად გადაეცა!
მადრიდის „რეალის“ ბელგიელ კიპერს, ტიბო კურტუას ზამორას ჯილდო ოფიციალურად გადასცეს. ტიბო გახდა ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო კარის დარაჯი.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჯილდო, რომელსაც ინდივიდუალურად ვიგებ, მაგრამ კოლექტიური ტიტულების ტოლფასი არაფერია. ეს იყო პირველი „ზამორა“ „რეალთან“ ერთად, რამაც ძალიან გამაბედნიერა.“
„თითო მატჩში საშუალოდ 0.59 გაშვებული გოლი მიფიქსირდებოდა და ვთვლი, რომ კარგი შედეგია, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ბევრი მუშაობა და ტიტულების მოგება.“
- 22 დეკემბერი 2020
- 710
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.