ედერ მილიტაო უშანსოდაა
ზინედინ ზიდანი ედერ მილიტაოს შანსს არ აძლევს. ფაქტია, რომ კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ბრაზილიელი მოედანზე აღარ ჩანს და ფრანგი სპეციალისტი ნაჩოს უფრო ენდობა.
მილიტაოს შარშან სადებიუტო სეზონი ჰქონდა და ადაპტაციას გადიოდა, თუმცა მიმდინარე სეზონშიც არაფერი შეცვლილა. ბრაზილიელი უკანახაზელი კვლავ უსანსოდაა და სათადარიგოთა სკამზე ზის.
ედერმა ამ სეზონში მხოლოდ 3 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 225 წუთი დაჰყო მოედანზე.
მილიტაოს ასაკი ემატება, რასაც ვერ ვიტყვით გამოცდილებაზე.
„მარკა“ იუწყება, რომ გარდამტეხი მომენტი ახლოს არის, რომელიც მილიტაოს მომავალს გადაწყვეტს. ედერი მუდმივად სათადარიგოთა სკამზე არ აპირებს და თუ სცენარი არ შეიცვლება, ის წასვლაზეც დაფიქრდება.
- 20 დეკემბერი 2020
- 815
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.