„რეალმა“ „ეიბართან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაასრულეს.
„იპურუაზე“ ვიზიტისთვის ყველაფერი მზად არის.
დღევანდელ სესიას ვინისიუს ჟუნიორი დააკლდა, დანარჩენი ფეხბურთელები კი მზადყოფნაში არიან და მთავარი მწვრთნელის მითითებებს იღებენ.
კოლექტივთან ერთად იყო მარიანო დიასი, ასევე ივარჯიშა ედენ აზარმაც.
სესიაზე დიდი ყურადღება გამახვილდა ტაქტიკურ მონახაზებზე, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშზე, სტანდარტულების შესრულებასა და კარში დარტყმებზე.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ვარჯიშობდნენ, მეორე ნაწილში კი გუნდს შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, „ეიბართან“ დაპირისპირება 20 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს სტარტს.
- 19 დეკემბერი 2020
- 522
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.