El Confidencial - „ინტერი“ „რეალისთვის“ ჰაკიმის თანხის დაფარვას ვერ ახერხებს!
აშრაფ ჰაკიმის „ინტერში“ ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეებია, რომელიც „რეალის“ წისქვილზე ასხამს წყალს.
მაროკოელი ფეხბურთელი მილანურ კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდა, შეთანხმებაში კი ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „ინტერს“ „რეალისთვის“ თანხა ეტაპობრივად უნდა გადაეხადა და საბოლოოდ, სრული ჯამი 40 მილიონის ოდენობით, 2021 წლის ზაფხულში უნდა დაფარულიყო.
შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, მილანელები „რეალისთვის“ თანხის დროულ გადახდას ვერ ახერხებენ.
El Confidencial-ის ინფორმაციით, „რეალის“ ანგარიშზე ნოემბრის ბოლოს 13 მილიონი უნდა ასახულიყო, მაგრამ ჯერ-ჯერობით მაროკოელის სანაცვლოდ „ბლანკოსს“ ერთი თეთრიც არ აქვს მიღებული.
თუ ასე გაგრძელდება, „ბლანკოსს“ შესაძლოა აშრაფის დაბრუნების საშუალება მიეცეს.
- 19 დეკემბერი 2020
- 1 250
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.