მადრიდში იოვიჩს ვეღარ ცნობენ
ესპანური გამოცემების ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ლუკა იოვიჩს მადრიდში ვეღარ ცნობენ.
როგორც სჩანს, სერბმა ფეხბურთელმა საფრთხე უკვე ძალიან სერიოზულად იგრძნო და მუშაობას სერიოზული ტემპით შეუდგა.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ იოვიჩმა ესპანურად საუბარი დაიწყო, რაც აქამდე ძალიან უჭირდა, მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში მისი პროგრესი აშკარაა.
გარდა ამისა, ის გასახდელშიც ძალიან აქტიურია და ზინედინ ზიდანის დავალებებს მაქსიმალურად ასრულებს, ის ცდილობს, რომ ფიზიკური თვალსაზრისით უფრო მოუმატოს და მეტად ეფექტური გახდეს.
- 19 დეკემბერი 2020
- 1 430
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.