ჟოზე მოურინიო „რეალის“ სუპერ ვარსკვლავს „ტოტენჰემში“ იხმობს!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ჟოზე მოურინიო მადრიდის „რეალის“ სუპერ ვარსკვლავს და ოქროს ბურთის მფლობელს „ტოტენჰემში“ იხმობს.
„განსაკუთრებული“ ლუკა მოდრიჩს მისაღებ კონტრაქტს და საინტერესო პირობებს სთავაზობს.
პორტუგალიელი თვლის, რომ ლუკიტას კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შეეძლება უმაღლეს დონეზე თამაში და თუ „რეალთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწევს, „ტოტენჰემის“ კარი მისთვის ღიაა.
ამის პარარელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლუკა პრემიერლიგაში დაბრუნების პერსპექტივას არ განიხილავს, თუმცა „ბლანკოსთან“ შეუთანხმებლობის შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია.
- 19 დეკემბერი 2020
- 1 531
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.