გადაწყვეტილება მიღებულია - ისკო ალარკონი!

ესპანური გამოცემების ცნობით, ზინედინ ზიდანმა და სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ ისკო ალარკონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

ზიზუს ჯერ კიდევ სწამს იმის, რომ ესპანელი ფეხბურთელის ფორმაში შეყვანა შეიძლება და ეს ჩავარდნა ადრე თუ გვიან დასრულდება, თუმცა თავად ალარკონი სერიოზულად განიხილავს „მერენგების“ რიგების დატოვების საკითხს.

სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, „რეალმა“ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ისკოს თავისუფლებას აძლევს.

თუ ნახევარმცველი იანვარში ახალ კლუბს ნახავს, რომელიც სამეფო კლუბის ფინანსურ მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს, შეთანხმება 2021 წლის დასაწყისშივე შედგება და მოთამაშეს კლუბის დატოვებაში ხელს არავის შეუშლის.

თუ მოვლენები ზემოაღნიშნული სცენარით არ განვითარდება, ზიზუ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ისკო მომდევნო თვეებში ძველ ფორმას დაუბრუნდეს და გუნდისთვის გამოსადეგარი ფეხბურთელი გახდეს, თუმცა ზაფხულში მისი წასვლის საკითხი კვლავ დადგება დღის წესრიგში.

  • Bernabeu
  • 19 დეკემბერი 2020
  • 1 751
  • 1

1

19 დეკემბერი 2020 15:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 772
მეცოდება, უნდა წავიდეს... სანამ გააფუჭდა... წლები ემატება კიარ აკლდება...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (8)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)