რონსერო:„მბაპეში 180 მილიონს არ გადავიხდიდი, ჰოლანდში კი“
ტომას რონსერომ ერლინგ ჰოლანდსა და კილიან მბაპეზე ისაუბრა....
„მბაპე 22 წლის ხდება, ეს უკვე ის ასაკია, რომელშიც რაულს ჩემპიონთა ლიგის 2 თასი ჰქონდა მოგებული. დიახ, კილიანმა ფინალის გამოცდილება უკვე მიიღო, თუმცა არ ვთვლი, რომ „რეალმა“ მასში 180 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.“
„რაც შეეხება ჰოლანდს, მე მასში აღნიშნულ თანხას გადავიხდიდი, ის არის სკანდინავიური ხასიათის მოთამაშე, რომელსაც მოედნის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია კარის მიმართულებით დარტყმა და გოლის გატანა, ის საოცარი ფეხბურთელია, რომელმაც არნახული სტარტი აიღო.“
„ჰოლანდი სწორედ ის მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია „რეალში“ ბენზემას, მოდრიჩის, კროოსის და სხვების დაწესებული სტანდარტების განმტკიცება და გაგრძელება“.
„და ბოლოს, მსურს ვუთხრა მბაპეს, რომ მადრიდი არის მადრიდი, ხოლო პარიზი პარიზი, ის „რეალში“ ლურჯი თმით არ უნდა თამაშობდეს.“
- 18 დეკემბერი 2020
- 2 103
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.