კეირუში:„ზიდანის გუნდის მთავარი მინუსი არასტაბილურობაა“
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავკაცმა, კარლოს კეირუშმა გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა...
„„რეალის“ მთავარი მინუსი არასტაბილურობაა. თუ გუნდს ლა ლიგის მოგება სურს, საშინაო არენაზე აუთსაიდერებთან თამაშებს არ უნდა აგებდეს.“
„მიმდინარე სეზონში ვიხილეთ გუნდი, რომელმაც მოიგო „ელ კლასიკო“ და მადრიდული დერბი, მაგრამ წააგო ისეთ გუნდებთან, რომლებთანაც აუცილებლად უნდა მოეპოვებინა 3 ქულა.“
„სამეფო კლუბი ყველგან ფავორიტია, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზეც. დიახ, ჯგუფურ ეტაპზე გარკვეულ პრობლემებთან გვქონდა საქმე, მაგრამ მჯერა, რომ თებერვლიდან სიტუაცია შეცვლილი იქნება.“
„კარგად მახსოვს ზიდანის პირველი სეზონი სამეფო კლუბში, როდესაც „ბლანკოსს“ ევროსარბიელზე არავინ მიიჩნევდა ფავორიტად, მაგრამ საბოლოო ჯამში გუნდმა ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა.“
- 18 დეკემბერი 2020
- 819
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.