მადრიდში ვინისიუსის გამოსვლით უკმაყოფილოები არიან
ამ სეზონში ვინისიუს ჟუნიორს საკმარისზე მეტი დრო ეძლევა იმისათვის, რომ შესაძლებლობების გამოვლენა შეძლოს...
ბრაზილიელი ფეხბურთელი ფაქტობრივად ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაში და სათამაშო წუთებს იღებს. აზარის ტრავმის პირობებში, ზიზუ მას აბსოლუტურ ნდობას უცხადებს, მაგრამ ფეხბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი ზრდის ნაცვლად კლებაშია წასული, რაც „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობას ძალიან არ მოსწონს და თვლის, რომ დადგა დრო, როდესაც ვინიმ უნდა მოუმატოს, ვინაიდან მას უკვე აქვს შესაბამისი გამოცდილება და ადაპტაციის დროც დიდი ხანია გასულია.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა მოთამაშემ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ცოტა ხანში 1 000 წუთიან ნიშნულს გადააჭარბებს, მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ფიქსირდება, თუმცა თამაშის საერთო ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით ის ეფექტური არ არის და არც შარშანდელ სეზონთან შედარებით ეტყობა პროგრესი.
მიმდინარე სეზონის ბოლომდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, თუმცა თუ ბრაზილიელი ვერ მოუმატებს, მის მომავალთან დაკავშირებით კითხვისნიშნები გაჩნდება.
- 18 დეკემბერი 2020
- 1 112
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.