„რეალის“ პრეზიდენტმა ზიზუს კიდევ ერთი ტრანსფერი დაუბლოკა!
ესპანური გამოცემების ცნობით, ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტთან აზრობრივ თანხვედრაში უკვე დიდი ხანია არ არის...
ფლორენტინო პერესმა დომინიკ შობაშლაის ტრანსფერი დაბლოკა და მოთამაშეს „ლაიფციგში“ გადასვლის საშუალება მისცა.
ეს იმ ფონზე ხდება, რომ ზიზუ უნგრელ ახალგაზრდას ისკოს იდეალურად შემცვლელად მოიაზრებდა და ასევე მის გამოყენებას ფლანგებზეც აპირებდა.
„მარკამ“ და „ას“-მა არაერთი სტატია მიუძღვნეს დომინის სამეფო კლუბში ტრანსფერს და ზიზუს გეგმებს, რომელიც ახალგაზრდა ტალანტს უკავშირდებოდა.
ზიზუს შობაშლაი ძალიან სურდა, მაგრამ პერესმა ისიც ვერ დაიმატა, რამაც მთავარი მწვრთნელის გაღიზიანება გამოიწვია.
- 18 დეკემბერი 2020
- 2 468
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.