რაფა ქალების რჩეულია
გერმანულმა „ElitePartner.de“-მ, საკმაოდ საინტერესეო გამოკითხვა ჩაატარა.
გამოკითხულ მანდილოსნებს, უნდა გამოევლინათ დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე სიმპატიური ფეხბურთელის ვინაობა.აღნიშვნის ღირსია, რომ სულ 1400 სუსტი სქესის წარმომადგენელი გამოიკითხა, საიდანაც უმრავლესობამ რაფაელ ვან დერ ვაარტის მიმზიდველობაზე გააკეთა აქცენტი.
მადრიდის „რეალის“ ჰოლანდიელმა ლეგიონერმა, თანგუნდელ, რონალდუს, 16 პროცენტით გაუსწრო, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მეორე ადგილს დასჯერდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 10 სიმპატიურ ფეხბურთელთა შორის მოხვდნენ, მარიო გომეში, ფერნანდო ტორესი, ტოტი, დელ პიერო, ლეო მესი და სხვანი.
- 3 ივნისი 2010
- 2 959
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.