„პსჟ“ მბაპეს ნაცვლად დიბალას განიხილავს
ფრანგული გამოცემების ცნობით, ალ ჰელაიფი კილიან მბაპეს შემცვლელზე სერიოზულად მუშაობს...
Le10Sport-ის ინფორმაციით, ჰელაიფი ხვდება, რომ კილიანი სამეფო კლუბს უახლოვდება და სხვა გზა აღარ აქვს. დიბალას საჭიროება ამ ეტაპზე პარიზში ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ მბაპეს წასვლის პირობებში წინა ხაზი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, „იუვენტუსმა“ არგენტინელ წინახაზელზე შეთავაზება უკვე მიიღო და განხილვის პროცესი მიმდინარეობს.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ლეონარდოს განცხადებები მბაპეს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
- 17 დეკემბერი 2020
- 993
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.