„ბარსა“ საჩემპიონო რბოლაში ერთვება
რონალდ კუმანის „ბარსელონამ“ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება მოიგო, რომელიც გუნდს რეზერვში ჰქონდა...
მიუხედავად იმისა, რომ „სოსიედადი“ კატალონიურ კლუბს უგებდა, ჯორდი ალბასა და ფრენკი დე იონგის გოლების წყალობით, კუმანის გუნდმა „ქამბექი“ დააფიქსირა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
12 ნათამაშები მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ უკვე 20 ქულა დაუგროვდა, ამასთან ერთად გუნდს კიდევ დარჩა რეზერვში ერთი თამაში.
ამ ეტაპზე „ბლაუგრანა“ მე-5 პოზიციაზე განთავსდა.
ერთი სარეზერვო მატჩის მოგების შემთხვევაში კი „ბლანკოსთან“ სხვაობა უკვე 3 ქულამდე შემცირდება.
- 17 დეკემბერი 2020
- 1 114
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.