რონალდუ:„„რეალისთვის“ ბევრი რამ გავაკეთე“
კრიშტიანო რონალდუმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...
„მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ფეხბურთში იმ ასაკამდე დარჩება, რომელიც ფიზიკას დააკარგინებს, ან ვინმეს ათქმევინებს, რომ მოედანზე გასვლა აღარ შემიძლია.“
„ძალიან ბევრი ვიშრომე იმისათვის, რომ აქამდე მოვსულიყავი. უდიდესი გამოცდილება მივიღე, როგორც ევროსარბიელზე, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატში.“
„უმთავრესი წლები „რეალში“ მქონდა და რთული გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც მადრიდი დავტოვე. „ბლანკოსისთვის“ ძალიან ბევრი რამ გავაკეთე და ამ კლუბმაც უდიდესი გამოცდილება მომცა.“
„იტალია ძალიან მიყვარს, აქ საოცარი კულტურა და ტრადიციებია, რაც ამ ქვეყანას სხვა ქვეყნებისგან გამოარჩევს. „იუვენტუსი“ სერია „ა“-ში საუკეთესო კლუბია და მსურს დიდ წარმატებას მივაღწიო.“
„ჩემი მიზანი მინიმუმ ერთხელ ოქროს ბურთისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება, თუ ამას მივაღწევ, ძალიან ბედნიერი ვიქნები.“
„არ ვიცი სად დავასრულებ კარიერას, ეს მომავალში გასავითარებელ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.“
- 16 დეკემბერი 2020
- 2 205
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.