ბუტრაგენიო:„რამეში ეჭვი გეპარებოდათ?“
ემილიო ბუტრაგენიომ „რეალისა“ და „ბილბაოს“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„რამეში ეჭვი გეპარებოდათ? ჩვენ ბოლო 10 დღეში ვიხილეთ „რეალი“, რომელსაც ნებისმიერი გუნდის დამარცხება და კრიზისის დაძლევა შეუძლია.“
„ზედიზედ მეოთხე გამარჯვებამ ძალა შეგვმატა, თუმცა მატჩის სცენარი მარტივი არ ყოფილა. გარიტანოს გუნდმა მეორე ტაიმში დიდი შემართებით იასპარეზა და პრობლემები შეგვიქმნა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ყველა ბარიერი გადავლახეთ და მეტოქე ღირსეულად დავამარცხეთ.“
„კარიმ ბენზემას წვლილი ძალიან დიდია. ფრანგი ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია და გუნდს დიდ დახმარებას უწევს.“
„დავიჯერებდი თუ არა ერთი კვირის წინ ამხელა პროგრესს? რა თქმა უნდა კი, ვინაიდან ჩვენ „რეალი“ ვართ.“
„ისკოსთან დაკავშირებით ზიზუმ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. ესპანელს აქვს დიდი ნიჭი, გამოცდილება და კლასი.“
- 16 დეკემბერი 2020
- 1 208
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.