„რეალი“ 4 ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალში“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. ცნობილია 4 ფეხბურთელია ვინაობა, რომლებსაც ფლორენტინო პერესი ახალ კონტრაქტს გაუფორმებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ხელშეკრულებები იანვარში გაფორმდება და დეკემბრის ბოლომდე სიახლეებს არ უნდა ველოდოთ.
მიუხედავად იმისა, რომ სერხიო რამოსს, ლუკა მოდრიჩს და ლუკას ვასკესს იანვრიდან ოფიციალურად შეეძლებათ სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყება და წინასწარი კონტრაქტის გაფორმებაც კი, პერესი არ ჩქარობს და თვლის, რომ 2021 წლის დასაწყისში პრობლემები მარტივად გადაიჭრება.
პრეზიდენტი კლუბის დირექტორთა საბჭოს ბოლო შეხვედრასაც ელის, სადაც ყველა დეტალი, მათ შორის ბიუჯეტის საკითხები ბოლომდე იქნება განხილული. „ას“-ის ინფორმაციით, „რეალი“ 4 ფეხბურთელს გაუფორმებს კონტრაქტს.
ესენი არიან - სერხიო რამოსი, ლუკა მოდრიჩი, ლუკას ვასკესი და დანიელ კარვახალი. კაპიტანთან დაკავშირებით საუბარია 2 წლიან ხელშეკრულებაზე, მოდრიჩთან მიმართებაში „ბლანკოსი“ მხოლოდ დამატებით 1 წელს განიხილავს, თუმცა არ არის გამორიცხული1+1 ფორმატი ვიხილოთ.
ლუკას ვასკესი „რეალში“ 2 წლიან კონტრაქტს მიიღებს, დანიელ კარვახალიც დამატებით 2 წლიანს, უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელს მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, ახალი კონტრაქტის მიხედვით კი ის „ბლანკოსში“ 2024 წლამდე დარჩება და ამ დროს განაპირა მცველი 32 წლის იქნება.
- 14 დეკემბერი 2020
- 4 111
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.