2 სუპერ ტრანსფერის გეგმა მადრიდის „რეალში“ - ფინანსური რესურსი მოძიებულია!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი ძალიან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც „პსჟ“-სთან, ასევე დორტმუნდის „ბორუსიასთან“, თუმცა ამ ურთიერთობებზე ცნობილი ბევრი არაფერი ხდება.
„რეალს“ საკუთარი გეგმა აქვს, რომელიც პირველ რიგში ურთიერთობების პატივისცემას იმსახურებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსი“ ბევრ კომპრომისზე წავა, რათა მბაპე და ჰოლანდი მადრიდელი გახადოს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფინანსური რესურსი მოძიებულია და „ბლანკოსს“ ტრანსფერების სრულყოფა არ გაუჭირდება.
ჰოლანდთან დაკავშირებით დიდი პრობლემები არ არსებობს, ვინაიდან მისთვის „მერენგებს“ მაქსიმუმ 75 მილიონის გაღება მოუწევთ, ხოლო კილიანის ფასი გაცილებით მაღალია.
„რეალი“ მბაპესთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტს ამუშავებს, რომელიც თანხასთან ერთად რომელიმე ფეხბურთელის დათმობას გულისხმობს. პარიზელებს არაერთ მადრიდისტაზე აქვთ თვალი დადგმული და არ არის გამორიცხული, ბარტერიც შედგეს.
პერესს სურს, რომ 2021 წელს საკუთარი სატრანსფერო გეგმის მინიმუმ 70% განახორციელოს, ხოლო 2022 წელს ის ვარსკვლავური გუნდი იხილოს, რომელიც ახალ ბერნაბეუზე ითამაშებს და „გალაქტიკოს“ მესამე სერიად იქნება წოდებული.
ფლორენტინოს 2021 წლის ზაფხულში მბაპეს და კამავინგას ტრანსფერიც დააკმაყოფილებს, ხოლო ჰოლანდის ტრანსფერი 2022 წლისთვის გადაიწევს, მანამდე კი გუნდის მთავარი ფორვარდი კვლავ ბენზემა იქნება.
და ბოლოს. არსებობს ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში მადრიდის „რეალი“ გრძელვადიან სესხს აიღებს, რათა არსებული პანდემიის გამო საკუთარ ბიუჯეტს სერიოზული ზიანი არ მიაყენოს და თანხების დაბრუნება გრძელვადიან პერსპექტივაში მოახდინოს. შეგახსენებთ, ბერნაბეუს რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში სამეფო კლუბს 29 წლიანი სასესხო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
- 13 დეკემბერი 2020
- 4 836
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.