დასვენების დრო არ არის, „ბილბაოსთვის“ მზადება დაწყებულია
ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელებს დასვენების საშუალება არ მისცა და დღეს დილით საწვრთნელ ბაზაზე შეკრიბა. გამომდინარე იქედან, რომ ბასკებთან დაპირისპირებამდე მხოლოდ 2 დღეა დარჩენილი, „მერენგები“ ვერ დაისვენებენ.
სესია კვლავ სანიტარული ნორმების მაქსიმალური დაცვით წარიმართა.
„ატლეტიკოსტან“ სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელები დღეს შედარებით ნაკლებად იტვირთებოდნენ და აღდგენითი პროცესით იყვნენ დაკავებულები, დანარჩენებმა კი ყველა დავალება პირნათლად შეასრულეს.
ზიზუმ დიდი ყურადრება დაუთმო კარში დარტყმებს, ბურთის ფლობას, პრესინგს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და ტაქტიკურ მონახაზებს.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ შემდეგ კი გუნდს შეუერთდნნენ.
ხვალ ზინედინ ზიდანი კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს, ზეგ კი „ბლანკოსის“ მეტოქე „ბილბაო“ იქნება. შეხვედრა 15 დეკემბერს ესპანეთის დროით 22:00, თბილისის დროით კი უკვე 16 დეკემბერს, 01:00 საათზე აიღებს სტარტს.
- 13 დეკემბერი 2020
- 743
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.