ლუკა მოდრიჩს 1248 წუთი დაუგროვდა
35 წლის ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალის“ შეუცველი ფეხბურთელია. ხორვატი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში არნახული დატვირთვის მიღების მიუხედავად უმაღლეს დონეზე გამოდის.
ლუკიტას აქტივში უკვე 18 მატჩი და ჯამურად 1248 წუთია.
2018 წელს ოქროს ბურთის მომპოვებულმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში 2 გოლის გატანაც მოასწრო.
აღსანიშნავია, რომ ლუკას ლა ლიგაში „რეალის“ მატჩების სრული წუთობრივი რაოდენობის 81%-ში აქვს მონაწილეობა მიღებული, ის 83% შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ხორვატმა ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა შეძლო, რომელიც საკმაოდ ლამაზიც გამოვიდა. 6 მატჩიდან 63%-ში ის სასტარტოში იყო, 37%-ში კი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში, მან ჯამში 371 დაჰყო მოედანზე. სამ მატჩში ლუკიტამ 90 წუთიანი დატვირთვა მიიღო, 1 მატჩში 70 წუთი დაჰყო მოედანზე, ხოლო ორ დაპირისპირებაში 12 და 19 წუთი.
- 13 დეკემბერი 2020
- 892
- 16
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.