კარიმ ბენზემას ისტორიული დღე მადრიდის „რეალში“ !
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა კარიმ ბენზემას 528-ე მატჩის ჩატარება პომპეზურად მიულოცა და სიმბოლური მაისური გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდა ლეგენდარული რობერტო კარლოსიც, რომელსაც „მერენგების“ მაისურიტ 527 დაპირისპირება აქვს აქტივში ჩაწერილი, თუმცა ეს ყველაფერი არ არის...
ბენზემა გახდა პირველი არაესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც „რეალის“ მაისური 528-ჯერ მოირგო.
ამ მხრივ წლების მანძილზე თავს რობერტო კარლოსი იწონებდა, მაგრამ ფრანგმა ფორვარდმა შედეგი უკვე გააუმჯობესა და კარლოსი მეორე პოზიციაზე გადავიდა. ამ მხრივ მესამე ადგილზე მარსელოა 515 მატჩით, მეოთხეზე კრიშტიანო რონალდუ 438 დაპირისპირებით.
ასევე აღსანისნავია, რომ კარიმი არის პირველ ადგილზე არაესპანელ ფეხბურთელთა შორის გამარჯვებების რაოდენობითაც. ჯამში კარიმის ანგარშზე 358 მოგება ფიქსირდება, ის 6 მატჩით უსწრებს მარსელო ვიეირას, რომელმაც „ბლანკოსის“ მაისურით 352 პაექრობა მოიგო.
კარიმს სამეფო კლუბთან ერთად 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე 4 ჩემპიონთა ლიგის, 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის, 3 ევროპის სუპერთასი აქვს მოგებული. ასევე მის ანგარიშზეა ლა ლიგის 3 ტიტული, 3 ესპანეთის სუპერთასი და 2 სამეფო თასი.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა ბენზემა „რეალის“ ისტორიის საუკეთესო ბომბარდირთა ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა 257 გოლით.
- 13 დეკემბერი 2020
- 742
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.