სერეზო:„„ატლეტიკო“ თავის თავს არ ჰგავდა, მაგრამ ჩემპიონი მაინც გახდება“
„ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა, ენრიკო სერეზომ მადრიდული დერბი შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ სიმეონეს გუნდი ლა ლიგას მაინც მოიგებს...
„ეს საღამო ჩვენი არ იყო. „ატლეტიკო“ თავის თავს არ ჰგავდა, მაგრამ მჯერა, რომ ჩემპიონები მაინც გავხდებით, ვინაიდან განსაკუთრებული სტაბილურობითა და მაღალი დონის ფეხბურთით გამოვირჩევით.“
„ჟოაო ფელიქსი გაბრაზდა, რადგან მეტი თამაში სურდა, თუმცა პორტუგალიელმა ისიც უნდა გაიაზროს, რომ მოედანზე გასვლას სხვა მოთამაშეებიც იმსახურებენ.“
„ჩვენ ზედიზედ 26 მატჩი გვქონდა წაგების გარეშე. სამწუხაროდ, სერია დასრულდა, თუმცა წინ დიდი მომავალი გვაქვს.“
- 13 დეკემბერი 2020
- 806
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.