სიმეონე:„როდესაც მეტოქე შენზე კარგად თამაშობს, უნდა აღიარო და მიულოცო“
დიეგო სიმეონემ მადრიდული დერბის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ზინედინ ზიდანს გამარჯვება მიულოცა.
„ეს არ იყო ჩვენი საღამო, აქედან გამომდინარე, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ „რეალმა“ გაცილებით კარგად ითამაშა და 3 ქულა დაიმსახურა. როდესაც მეტოქე შენზე კარგად თამაშობს, უნდა აღიარო და მიულოცო.“
„ვფიქრობ, თომა ლემარის მომენტს თამაშში გარდატეხის შეტანა შეეძლო, მაგრამ მოთამაშეს არ გაუმართლა და ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა, ამის შემდეგ ჩემი ფეხბურთელები ფსიქოლოგიურადაც გატყდნენ.“
„ფიზიკური თვალსაზრისით ჩემმა ფეხბურთელებმა არნახული ძალისხმევა გაიღეს, მაგრამ „რეალი“ უკეთ გამოიყურებოდა. ეს ფაქტია და სხვა არაფერი.“
„ბურთის დაბრუნების დროს პრობლემები გვქონდა, ასევე გვაკლდა ტემპი, რასაც ალბათ ისიც განაპირობებდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ძალისხმევის გაღება მოგვიხდა.“
„ცვლილებები სწრაფად გავაკეთე, რადგან პირველი ტაიმი საშინლად არ მომეწონა, თუმცა საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს მაინც ვერ მივაღწიე.“
„ფეხბურთელთა გაბრაზება მოედნიდან გასვლის დროს? (გულისხმოს ჟოაო ფელიქსს“, ეს ემოციური მოვლენაა, რომელსაც გაგებით ვეკიდები.“
- 13 დეკემბერი 2020
- 13 216
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.