მაურინიო აანალიზებს პირველ დღეებს სამსახურში
"რეალი მინდორზე მოსაგებად უნდა გავიდეს."
ჟოზე მაურინიომ განიხილა "რეალ" მადრიდის პოტენციალის ზრდა, ესპანურ რადიოებ RNE-სთან და Onda Cero-სთა ინტერვიუს დროს.
"მიზანი არის მუშაობა ისე ბეჯითად როგორც შეგვიძლია, რათა ვიყოთ ბედნიერები და გავაბედნიეროდ ისინი ვინც კლუბისთვის მუშაობენ. ძალიან აღგზნებული ვარ. მადრიდის "რეალი" ჩემთვის შესანიშნავი კლუბია, რადგან არის დიდი, ძალიან ამბიციური და აქვს უსაზღვრო პოტენციალი."
"დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში და მაქვს თვითმმართველობის დიდი პატივისცემა. მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შემოტრიალდება და ვიქნები ძალიან წარმატებული. ყოველთვის დადებითად ვფიქრობ."
"აქ ვარ გუნდის გამორჩეული ისტორიის გამო. გულშემატკივრები, რომლებიც მიდიან ბერნაბეუზე, ყოველთვის საუკეთესოს მოლოდინში არიან. სეზონის დაწყებამდე ისინი ფიქრობენ ტიტულებზე, რომლებსაც გუნდი მოიგებს. მადრიდის რეალის აზროვნების მეთოდი, ჩემი - მეთოდისგან არ განსხვავდება.'
"რეალს შევუერთდი 10 წლიანი საუკეთესო გამოცდილებით. 3 სხვადასხვა ქვეყანაში მიმუშავია და მოგებული მაქვს 17 ტიტული. ემოციურად მდგრადი ვარ, სტატუსიც მტკიცე მაქვს და მე შევუერთდი საუკეთესო გუნდ "რეალს", რომელზეც მთელი მსფოლიოს ყურადღებაა მიპყრობილი."
"თავდაპირველად თავს დავატან ძალას, რომ იმდენი ვიმუშავო რამდენიც შემიძლია, დავრჩე მოტივირებული და შევიგრძნო ძალა. ასეთ გარემოში ამდაგვარი ზეწოლა ჩემზე კარგიც კია და ეს მჭირდება კიდევაც. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი გუნდი და უნდა მოვიგოთ ან წავაგოთ ისე, როგორც ერთმა."
"ნორმალურია, რომ "რეალ" მადრიდის გულშემატკივრები ფიქრობენ სიბელესში გამგზავრებაზე. ჩვენც ამავეზე ვფიქრობთ. მადრიდმა შეიძლება მოიგოს და წააგოს, მაგრამ ის ყოველთვის უნდა გავიდეს მინდორზე მოსაგებად. "რეალი" არასოდეს უნდა შეიცვალოს."
წყარო: realmadrid.com
- 2 ივნისი 2010
- 2 100
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.