მოდრიჩი მუდმივად თამაშს ითხოვს
ლუკა მოდრიჩმა ზინედინ ზიდანს მიმართა და განუცხადა, რომ მისთვის ზედიზედ რამდენიმე მატჩში მონაწილეობის მიღება გაცილებით მისაღებია, ვიდრე დასვენება...
ზიზუს 35 წლის ფეხბურთელს უფრთხილდება, რათა ზედმეტი ტრავმიანობა აირიდოს თავიდან, თუმცა ხორვატს განსხვავებული პოზიცია აქვს.
„მარკას“ ცნობით, ლუკიტამ ზიზუს უთხრა, რომ საუკეთესო ფორმაში შესასვლელად მატჩების ზედიზედ გამართა სჭირდება. თავის მხრივ, ფრანგი სპეციალისტი ბოლო მატჩებში მოდრიჩს მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში ამწესებს.
ხორვატ ნახევარმცველს ასაკი საერთოდ არ ეტყობა და ყველაფერი რიგზე აქვს.
- 11 დეკემბერი 2020
- 1 319
- 21
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.