ჰოლანდისთვის ბრძოლაში „ბარსელონაც“ ჩაერთვება
ესპანური გამოცემების ცნობით, ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში კატალონიის „ბარსელონა“ საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება.
მადრიდის „რეალის“ ამოცანა ეტაპობრივად რთულდება. ფლორენტინო პერესს ნორვეგიელი ძალიან მოსწონს, მაგრამ ტრანსფერზე კონკურენცია იმდენად იზრდება, რომ არავინ იცის, საბოლოო გამარჯვებას რომელი კლუბი მიაღწევს. ამის პარარელურად, Defensacentral იუწყება, რომ ჰოლანდის კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის მისი გამოსყიდვის საშუალებას 2021 წელსაც იძლევა, თანხა კი 75 მილიონ ევროს შეადგენს. Esport3-ის ცნობით, ნორვეგიელი ფორვარდის „დორტმუნდში“ ყოფნის თვეები დათვლილია.
- 11 დეკემბერი 2020
- 860
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.