ლუკა მოდრიჩის სენსაციური გადაწყვეტილება
ლუკა მოდრიჩი სერიოზულ კომპრომისზე მიდის და იმედოვნებს, რომ მადრიდის „რეალი“ მის პოზიციას დააფასებს...
ოქროს ბურთის მფლობელი თანახმაა ხელფასი 2.3 მილიონი ევროთი შეიმციროს, თუ ფლორენტინო პერესი მას 2 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.
35 წლის ფეხბურთელის მიზანი სამეფო კლუბში კარიერის დასრულებაა. თუ მხარეები შეთანხმდებიან იმაზე, რომ 2021 წლის 30 ივნისს ამოსაწურ კონტრაქტს, ვადა 2023 წლის 30 ივნისს ამოეწურება, ლუკა ჯამურად 4.6 მილიონი ევროთი ნაკლებს მიიღებს და ძალიან დიდი ალბათობით კარიერას „ბლანკოსის“ რიგებში დაასრულებს.
- 11 დეკემბერი 2020
- 1 900
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.