ზიდანი - უბადლო კრიზისმენეჯერი!
ესპანურ პრესაში ზინედინ ზიდანს უბადლო კრიზისმენეჯერი უწოდეს და მიზეზები ახსნეს.
წლევანდელ სეზონში სამეფო კლუბის თამაში რამდენიმე შემთხვევაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ასპექტები, რომელიც ზიზუს უპირატესობებზე მეტყველებს.
მადრიდის „რეალმა“ „ნოუ კამპზე“ მოუგო „ბარსელონას“, თანაც აბსოლუტური უპირატესობით და დამაჯერებლობით. სამეფო კლუბმა ასევე ბრწყინვალე 2 მატჩი გამართა „ინტერთან“ და სწორედ იტალიურ კლუბთან მოპოვებული 6 ქულის წყალობით გაიკვალა გზა ჯგუფში პირველობისკენ.
ამის შემდეგ იყო ჩავარდნა შედარებით სუსტ გუნდებთან და ისევ სტაბილური გამოსვლები „სევილიასთან“ და „გლადბახთან“. გუნდმა წინა 2 მატჩში უდიდესი ფსიქოლოგიური ქნეხისქვეშ იასპარეზა, მაგრამ ფაქტია, რომ კრიზისი დაძლია.
ახლა „უბადლო კრიზისმენეჯერიც“ მთავარი ამოცანა მადრიდული დერბის მოგება იქნება. თუ „დი სტეფანოზე“ სამეფო კლუბი სიმეონეს საოცარ ფორმაში მყოფ „ატლეტიკოს“ დაამარცხებს, ეს იქნება ხმამაღალი განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბში ბევრი რამ მოგვარებულია.
- 10 დეკემბერი 2020
- 1 407
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.