პელეგრინიზე მოთხოვნები იზრდება
პელეგრინი შესაძლოა იტალიაში, თურქეთში ან ინგლისში ვიხილოთ.
მადრიდის ”რეალის” ყოფილ თავკაცს, მანუელ პელეგრინს აქვს შემოთავაზებები ინგლისიდან, იტალიიდან და თურქეთიდან.
ჩილელი სპეციალისტი თითოეულ წინადადებას განიხილავს. პელეგრინს სურს მისი მომავალი უახლოეს კვირებში გადაწყდეს.
მანუელ პელეგრინი გასულ კვირას დაითხოვა ”რეალის” ხელმძვანელობამ და მისი ადგილი პორგუალიელმა ჟოზე მოურინიომ დაიკავა, რომელმაც 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ”რეალთან.” აღსანიშნავია ისიც, რომ პელეგრინს კონტრაქტი”ბლანკოსთან” კიდევ ერთი წლით აკავშირებდა.
წყარო: Marca.com
- 2 ივნისი 2010
- 1 544
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.