მოდრიჩმა და ვარანმა საიუბილეო გამარჯვებას მიაღწიეს
ლუკა მოდრიჩისთვისა და რაფაელ ვარანისთვის „გლადბახთან“ დაპირისპირება ისტორიული გამოდგა.
ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მოთამაშემ 50-ე გამარჯვება დააფიქსირა.
ხორვატ ფეხბურთელს 50 მოგებისთვის 80 მატჩი დასჭირდა, ის სამეფო კლუბის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 2012 წლის 18 სექტემბერს, მანჩესტერ „სიტის“ წინააღმდეგ მატჩში წარდგა, სადაც „მერენგებმა“ მეტოქე 3-2 დაამარცხეს.
რაც შეეხება ვარანს, ის 2011 წლიდან მოყოლებული დგას „რეალის“ სადარაჯოზე, მისი დებიუტი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 27 სექტემბერს, „აიაქსის“ წინააღმდეგ შედგა, მაშინ „მერენგებმა“ 3-0 იმარჯვეს.
- 10 დეკემბერი 2020
- 551
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.