შობაშლაი შესაძლოა „რეალის“ ნაცვლად „ლაიფციგში“ აღმოჩნდეს
ესპანური გამოცმების ცნობით, დომინიკ შობაშლაის „ზალცბურგიდან“ წასვლა გარდაუვალია, მაგრამ მისი მომდევნო კლუბი „რეალის“ ნაცვლად შესაძლოა „ლაიფციგი“ გახდეს.
უნგრელი ფეხბურთელის აგენტის ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც, შობაშლაი შესაძლოა მართლაც აღმოჩნდეს „ლაიფციგში“, თუმცა შეთანხმებაში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელს სურვილის შემთხვევაში, 2022 წელს კლუბიდან წასვლის საშუალება მიეცემა.
ზემოაღნიშნული ნიშნავს იმას, რომ უნგრელი ახალგაზრდა „ბლანკოსში“ გადასვლას ვერ რისკავს, „ლაიფციგში“ კი გარანტირებული სათამაშო დრო ექნება და უფრო დიდ პროგრესს აჩვენებს.
თუ შობაშლაი ჩათვლის, რომ ის 2022 წელს „ბლანკოსში“ სათამაშოდ მზად იქნება, მაშინ ტრანსფერიც შედგება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის ახალ „რეალში“ შესაძლოა საერთოდ აღარ იყოს დომინიკის ადგილი.
- 8 დეკემბერი 2020
- 913
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.