მოდრიჩის საიდუმლო - კინეზიოლოგთან მრავალწლიანი ურთიერთობა!
ლუკა მოდრიჩი 35 წლის არის, თუმცა მიმდინარე სეზონში ჩატარებული მატჩებისა და წუთების მიხედვით სამეფო კლუბში მესამე ფეხბურთელია. ლუკიტა უდიდეს დატვირთვებს უძლებს, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი ეტყობა...
35 წლის ფეხბურთელი ისე გამოიყურება, როგორც 25-26 წლის ბიჭი. ფაქტია, რომ ლუკა ძალიან ბევრს დარბის და მოძრაობს.
ამ ყველაფრის საიდუმლოს ლუკა მოდრიჩისა და ხორვატი კინეზიოლოგის, ვუცეტიჩის ურთიერთობა წარმოადგენს. უკვე რამდენიმე წელიწადია ლუკამ ვუცეტიჩის შესაძლებლობები ირწმუნა და მის გეგმას მიჰყვა, როგორც კვებისა და სპეციალური დიეტის მხრივ, ასევე გაითავისა ის მეთოდები, რომელიც კინეზიოლოგს აქვს, თუმცა აღნიშნული მიდგომები ნაკლებდამაჯერებელია.
ვუცეტიჩის პროფესია გულისხმობს ადამიანის სხეულის სრულყოფილი ბალანსის წერტილის პოვნას, რის საფუზველზეც ორგანიზმი აბსოლუტურად განსხვავებულად მუშაობს და საბოლოო ჯამში ოპტიმალურ კონდიციამდე მიდის.
- 8 დეკემბერი 2020
- 1 589
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.