ზიდანი:,,ევროპალიგაზე გადასვლას არ განვიხილავ"
ზინედინ ზიდანმა „გლადბახთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.
„მადრიდის „რეალის“ მიზანი არსებულ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა იქნება. ჩვენ ზუსტად ვაცნობიერებთ შეხვედრის სიმძიმეს და ვგრძნობთ ზეწოლას, მაგრამ მიზანი მხოლოდ მოგებაა და ამისთვის ბოლომდე დავიხარჯებით.“
„არ ვაპირებ იმაზე ფიქრს და საუბარს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გერმანულ ბარიერის ვერ გადავლახავთ. ეს არ არის სასამართლო, სადაც ჩემი განაჩენი უნდა დადგეს.“
„თუ ევროპალიგაზე გადავალთ, მე გარკვეულ გადაწყვეტილებებს მივიღებ. ახლა გუნდი ერთიანია და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასვლაზე ფიქრობს.“
„ზეწოლისქვეშ თამაში „რეალის“ ფეხბურთელების ყოველდღიურობაა, აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით არანაირი სანერვიულო არ არსებობს.“
„ფედერიკო ვალვარდეს მდგომარეობა საგრძნობლად არის გაუმჯობესებული. ურუგვაელი ფეხბურთელი მალე დაგვიბრუნდება და ჩვენთან ერთად იქნება.“
„თანამდებობიდან გათავისუფლება არ გამიკვირდება, რადგან საკვირველი არასდროს არაფერია, თუმცა უკვე გითხარით, რომ ამაზე არ ვფიქრობ, ჩემი მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგის მატჩის მოგებაა.“
„მცირე ჩავარდნები ადრეც ყოფილა, მათ შორის მას შემდეგ, რაც გუნდში დავბრუნდი, თუმცა საბოლოო ჯამში „რეალი“ ლა ლიგის გამარჯვებული გახდა.“
„ჩვენ ძალიან რთული მეტოქე გვყავს და ზუსტად ვაცნობიერებთ მატჩის სირთულეს, თუმცა ყველა მოთამაშის ვუთხარი, რომ არ არსებობს გუნდი, რომლის დამარცხებაც სამეფო კლუბს არ შეუძლია. ჩვენი მონდომება და შემართება გადამწყვეტი იქნება.“
„გერმანელებს ჰყავთ ფიზიკურად შესანიშნავად მომზადებული გუნდი, რომელიც საჭირო ტექნიკასაც ფლობს. ეს გუნდი კონტრ-შეტევებზე განსაკუთრებით საშიშშია. ვფიქრობ , გუნდი სწორად მოვამზადე, დანარჩენს კი მოედანზე ვიხილავთ.“
- 8 დეკემბერი 2020
- 2 163
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.