კაზემირო:„ყველას პირობას გაძლევთ, რომ ზიდანს ამის უფლებას არავინ მისცემს“

კაზემირომ „გლადბახთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ყველაფერს გავიღებთ მოსაგებად. ვიცით, რომ ხვალ ფინალი გველის, „რეალი“ კი ფინალურ მატჩებში ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას. ზუსტად ვაცნობიერებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს 3 ქულის აქტივში ჩაწერას.“

„ზიდანი გენიალური ადამიანი და მწვრთნელია, მას ექსტრემალურ სიტუაციაში უწევს მუშაობა. ყველამ კარგად ვიცით, რომ კორონავირუსის გამო უჩვეული სიტუაციაში ვართ. პრე-სეზონი, სეზონის სტარტი, სანაკრებო შესვენბები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გუნდზე მოქმედებს. ჩვენ ვიცით, რომ იდეალური მწვრთნელი გვყავს, ფრანგ სპეციალისტს წასვლის საშუალებას „ბლანკოსის“ არცერთი ფეხბურთელი არ მისცემს, ის ჩვენს გვერდით უნდა იყოს.“

„საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები და გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ. დიახ, ზეწოლა დიდია, თუმცა ეს მხოლოდ გაგვაძლიერებს.“

„არ ვაპირებ გითხრათ ის, რაზეც ზიზუ გასახდელში გვესაუბრება, ეს ჩვენი შიდა საკითხია. ყველაფერს მოედანზე იხილავთ. „რეალი“ ბოლომდე დაიხარჯება.“

„ჩვენ ადამიანები ვართ და არა მანქანები. დიახ, „რეალის“ ღირსების დაცვა მარტივი არასდროსაა, ვინაიდან ყოველთვის მოგებას გვთხოვენ. ხანდახან ჩავარდნებიც იქნება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველაფერი საუკეთესო წინ გვაქვს.“

„რამოსი გუნდის ლიდერი და კაპიტანია. მე ვფიქრობ, რომ სერხიო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო ფიგურას წარმოადგენს. ნაჩომ და ვარანმა ბევრი იშრომეს, თუმცა როდესაც კაპიტანი მწყობრშია, ის ყოველთვის სასტარტოში დგას.“

„მე მსურს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა, თუმცა თუ მესამე პოზიციას დავიკავებთ და ევროპის ლიგაზე მოვხვდებით, იქაც ბოლომდე დავიხარჯებით.“

„როტაცია გარდაუვალია. ის, რომ ხანდახან სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მიწევს, მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. ის რესურსს უფრთხილდება და ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ.“

  • Ramos
  • 8 დეკემბერი 2020
  • 1 907
  • 6

1

8 დეკემბერი 2020 16:36

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კლოპი მაგალითად ამ ფორმაციის რეალით სანახაობასაც დადებდა და შედეგსაც, ასეთი უღიმღამო და უაზრო არ იქნებოდა ყოველშემთხვებაში რეალის თამაში.

2

8 დეკემბერი 2020 16:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Johan Cruyff
კლოპი მაგალითად ამ ფორმაციის რეალით სანახაობასაც დადებდა და შედეგსაც, ასეთი უღიმღამო და უაზრო არ იქნებოდა ყოველშემთხვებაში რეალის თამაში.

დღევანდელ ფეხბურთში ძლიერი მწვრთნელის გარეშე ვერაფერს მიაღწევ,ამის დასტურია ბრაზილია და არგენტინა. რესურსით ესენი ყოველთვის აღემატებიან ევროპელებს,მაგრამ 2002 ის მერე ერთხელაც ვერ მოიგეს მსოფლიო. პატარა ქვეყნები პორტუგალია,ხორვატია,ბელგია ესენიც კი უფრო ძლიერები არიან ტაქტიკურად მაგათზე.

3

8 დეკემბერი 2020 16:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Madrid 4 ever

თუნდაც ფლიკი აიღე, რა ისეთი საოცარი შემადგენლობა ამ ბავარიას ჰყავს? შედარე ახლა რობენის, რიბერის, შვაინშტაიგერის ბავარია ამას. მარა ისე შეკრა კაცმა ვერავინ აჩერებენ.

4

8 დეკემბერი 2020 17:16

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ფლიკს რა შემადგენლობაც ჰყავს იგივე კოვაჩსაც ჰყავდა, შედეგებს შორის განსხვავება კი უზარმაზარია. ზუსტად ესაა მწვრთნელის დონე.

5

8 დეკემბერი 2020 19:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ციტატა: Madrid 4 ever
ფლიკს რა შემადგენლობაც ჰყავს იგივე კოვაჩსაც ჰყავდა, შედეგებს შორის განსხვავება კი უზარმაზარია. ზუსტად ესაა მწვრთნელის დონე.

რა შემადგენლობაც სოლარის, ბენიტესს, ლოპეტეგის და სხვა სლეებს ყავდათ, იგივე ყავდა ზიზუს მარა იმათმა ჩაიკუკეს ამან ზედიზედ ლიგები დაყარა )) მაინც ბანძია და შემთხვევით მოიგო ხო?

6

8 დეკემბერი 2020 22:05

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
ციტატა: Madrid 4 ever
ფლიკს რა შემადგენლობაც ჰყავს იგივე კოვაჩსაც ჰყავდა, შედეგებს შორის განსხვავება კი უზარმაზარია. ზუსტად ესაა მწვრთნელის დონე.

რა შემადგენლობაც სოლარის, ბენიტესს, ლოპეტეგის და სხვა სლეებს ყავდათ, იგივე ყავდა ზიზუს მარა იმათმა ჩაიკუკეს ამან ზედიზედ ლიგები დაყარა )) მაინც ბანძია და შემთხვევით მოიგო ხო?

მაგათ რონალდო და ფორმის პიკში მყოფი სასტავი არ ყოლიათ

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)