შობაშლაიმ წასვლის სურვილი 15 დეკემბერს უნდა დააფიქსიროს
Bild-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალისა“ და შობაშლაის შეთანხმება ძალიან ახლოს არის. გერმანული გამოცემის ცნობით, დომინიკის კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ფეხბურთელი ნებისმიერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის დატოვებას მოინდომებს, ეს ამბავი ყოველი წლის 15 დეკემბრამდე უნდა განაცხადოს.
„ას“-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანსა და უნგრელ ფეხბურთელს შორის კომუნიკაცია შედგა. მხარეებმა დეტალები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
არ არის გამორიცხული, შეთანხმების შემთხვევაში, მომდევნო 7-8 დღის განმავლობაში ამ ტრანსფერთან დაკავშირებით ყველაფერი ცნობილი გახდეს.
- 7 დეკემბერი 2020
- 1 456
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.