„გლადბახთან“ მატჩის წინ „რეალს“ კიდევ 1 ფეხბურთელი გამოაკლდა
მადრიდის „რეალს“ კიდევ ერთი ფეხბურთელი სრულიად მოულოდნელად გამოაკლდა.
მარტინ ოდეგორმა დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, ნორვეგიელ ფეხბურთელს დაზიანება აღენიშნება.
„ას“-ის ინფორმაციით, ხვალ დილით სამედიცინო შტაბმა მარტინი სამედიცინო შემოწმებაზე გაირა, რის შედეგადაც დადგინდა ტრავმის სიმძიმე.
წინასწარი ინფორმაციით, ოდეგორს დისკომფორტი მარცხენა ფეხზე აღენიშნება.
- 7 დეკემბერი 2020
- 2 037
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.