ლა ლიგაში ლიდერი შეიცვალა
ლა ლიგის გასული ტური „სოსიედადისთვის“ და „ვილიარაელისთვის“ წარმატებული ვერ გამოვიდა და ესპანეთის ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს.
ლა ლიგის ახალი ლიდერი მადრიდის „ატლეტიკო“ გახლავთ, რომელსაც მართლაც საოცარი შედეგი აქვს. 10 ტურში მოსაპოვებული მაქსიმალური 30 ქულიდან „როხიბლანკოს“ 26 აქვს აქტივში.
მეორე ადგილზე „სოსიედადია“ 25 ქულით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბასკებს 12 მატჩი აქვთ გამართული.
მესამე პოზიციას „ვილიარეალი“ იკავებს 21 ქულით, რომელსაც ასევე 12 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო მეოთხე ადგილზე „რეალია“ 20 ქულით, მაგრამ ზიდანის კოლექტივს „სოსიედადზე“ და „ვილიარეალზე“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
როგორც ვხედავთ, რამდენიმე დღეში გასამართ მადრიდულ დერბის ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება და სამეფო კლუბი გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სერიოზულად ჩაერთვება.
- 7 დეკემბერი 2020
- 1 366
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.