ხესე როდრიგესი უკლუბოდ დარჩა
მადრიდის „რეალის“ აღზრდილი, ხესე როდრიგესი უკლუბოდ დარჩა. ძალიან სამწუხაროა, რომ 27 წლის ასაკში ერთ დროს ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი ასეთ მდგომარეობამდეა მისული. დღეს „პსჟ“-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მოთამაშესთან კონტრაქტი გაწყვიტა.
2016 წელს პარიზელებმა ხესე „რეალიდან“ იყიდეს და საკმაოდ სოლიდური თანხა, 25 მილიონი ევრო გადაიხადეს.
კარლო ანჩელოტის მმართველობის პირობებში როდრიგესი საკმაოდ იმედისმომცემ ფეხბურთელად გამოიყურებოდა და რომ არა უმძიმესი ტრავმა, სასტარტო შემადგენლიბაზეც აცხადებდა პრეტენზიას.
„პსჟ“-ში გადასვლის შემდეგ, ხესე საფრანგეთიდან მალევე წავიდა, მან იჯარის წესით ითამაშა „ლას პალმასში“, „სტოკში“, „ბეტისსა“ და „სპორტინგში“.
როდრიგესი თებერვალში 28 წლის ხდება. სამწუხაროდ, ის უკლუბოდაა დარჩენილი. იმედი ვიქონიოთ, ხესე თუნდაც 2021 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იპოვის ახალ კლუბს.
- 7 დეკემბერი 2020
- 1 448
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.